მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყანას კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა, სადაც კონფერენციაში მონაწილეობს. „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი“ – ასე ერქვა პანელურ დისკუსიას, რომელშიც ვიცე-პრემიერმა მიიღო მონაწილეობა. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. კონფერენციაზე მყოფი მსოფლიო ლიდერები, დიპლომატები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
ღონისძიება არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, Observer Research Foundation-ის ორგანიზებით იმართება.