მაკა ასათიანის მიმართვა

მაკა ასათიანის ოჯახის კუთვნილი კომპანია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სასამართლოში უჩივის.

ადვოკატის ინფორმაციით, კომპანია პატივისა და ღირსების შელახვის გამო ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევას – “კორუფციის რისკები კონკრეტულ საქმეებში“. ამ საქმეებს შორის მოხვდა შპს „აკას“ სასამართლო დავაც. დავასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ ცვლის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევა სასამართლოს განჩინებების საფუძველზე მომზადდა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მზად არის, საკითხზე სასამართლოში იდაოს.