„მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა საქართველოში

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალს ემატება, სადაც „მაიმუნის ყვავილი“ გამოვლინდა. დადასტურებულია პირველი შემთხვევა.

როგორც დღეს ირკვევა, ინფიცირებულს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის უკვე გაეწერა კლინიკიდან. პაციენტს რამდენიმე კონტაქტი ჰყავდა, თუმცა, საბედნიეროდ, არცერთ მათგანს ინფექცია არ გადაედო. 23 ივნისს დანიშნული საგანგებო სხდომის შემდეგ გვეცოდინება, ჩათვლის თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსს მსოფლიო მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხის შემცველად. ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის აფრიკის ქვეყნებს გარეთ დაავადების გავრცელების მასშტაბი უკვე საგანგაშოა.