„მაიმუნის ყვავილი“ - ახალი გამოწვევა მსოფლიოსთვის

კოვიდ-სტატისტიკის დასტაბილურების და პანდემიის მძიმე გზის გადავლის შემდეგ ახალი გამოწვევა მაიმუნის ყვავილის სახით – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს ცნობილი ვირუსული ინფექციის გავრცელების საშიშროებაზე აფრთხილებს. ეს არის ყვავილის ინფექციის ჯგუფში შემავალი დაავადება, რომელიც ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ახასიათებს მძიმე გართულებები და სიკვდილიანობაც. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ ათწლეულების წინ დაფიქსირდა და მას შემდეგ არაერთხელ გამოვლენილა, თუმცა წელს არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მასობრივი ფაქტები აღრიცხეს. ამ მომენტისთვის ვირუსი უკვე 12 ქვეყანაშია გამოვლენილი.

მარიამ სეთურიძე გაგვაცნობს, ვინ არიან ინფიცირებისგან ან რთული მიმდინარეობისგან ყველაზე მეტად დაცულები.

 

დატოვე კომენტარი