ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას უწევს, უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივის დროული მიღება და მისი პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელება. აღნიშნულის მიხედვითაც, ყველა სამართალდამცავ პირს ეკეთება მკაფიოდ ხილული, ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი საიდენტიფიკაციო ნომერი. ამის შესახებ მაიკლ ო’ფლაერტის მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმშია ნათქვამი. ამავე მემორანდუმით, ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სრულყოფილი და დროული გამოძიების უზრუნველყოფისკენ. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის განცხადებას უპასუხეს მმართველ გუნდში.