მაიკლ კარპენტერის განცხადება - შეფასებები

ეუთო-ში ამერიკის ელჩის განცხადებები მმართველი გუნდის შეფასებით ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სწორი სამშვიდობო პოლიტიკა აქვს. საპარლამენტო უმრავლესობაც და ოპოზიციაც თანხმდებიან, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ამჟამინდელ დეოკუპაციის პოლიტიკას, რაიმე რეალური შედეგები არ აქვს.