მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში

საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. სახელმწიფო მდივანი პრემიერს, პრეზიდენტსა და ქვეყნის პირველ დიპლომატს შეხვდება. განხილვის მთავარი თემა ამერიკა -საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იქნება.

როგორ აფასებენ პომპეოს ვიზიტს პოლიტიკურ სპექტრში, თემაზე ანა ბროლაძეს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში.