ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ამერიკის მხარდამჭერია,- ამის შესახებ მაიკ პომპეომ განაცხადა.
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გაიმართა სახელმწიფო მდივნის მოსმენა საკითხზე – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და 2020 ფისკალური წლის ბიუჯეტი.
მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთიდან, ირანიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სირიიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაზე.
მოსმენისას კონგრესმენმა სტივ ჩაბომ ყურადღება გაამახვილა უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.