მაიკ პომპეო საუდის არაბეთში  

14 სექტემბერს მომხდარი თავდასხმის გამო აშშ-ირანს შორის ურთიერთობა სულ უფრო მწვავდება.

ამერიკის სახელწმიფო მდივანი საუდის არაბეთის ნავთობ-ობიექტებზე თავდასხმის უკან ირანის კვალს ხედავს და ამ თემაზე პირდაპირ განცხადებებს აღარ ერიდება. ირანის პირველი დიპლომატი კი იმუქრება და ამბობს, რომ ირანზე ამერიკის  ან საუდის არაბეთის თავდასხმას სრულმაშტაბიანი ომი მოჰყვება. ამ ფონზე სულ უფრო საეჭვო ხდება მოლაპარაკებების განახლების საკითხი. სანქციების მოხსნამდე თეირანი მოლაპარაკების რეჟიმში დაბრუნებას გამორიცხავს, ტრამპი კი პირიქით, სანქციების გაფართოებას გეგმავს.

სადამდე მივა დაპირისპირება, – თათა რუხაძე დეტალებით.