მაიკ პომპეო - ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, ეს ადმინისტრაცია განაგრძობს ძალისხმევას, რუსეთის ფედერაციის შეკავება აღადგინოს

აშშ-ის ადმინისტრაცია განაგრძობს რუსეთის შეკავებას, – ამ განცხადების ავტორი სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, ამჟამად ცენტრალური სააგენტოს დირექტორი, მაიკ პომპეოა, რომელიც ამ წუთებში სენატში მოსმენაზე იმყოფება; აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას არასდროს უთქვამს, როდის განხორციელდება სირიაზე დარტყმა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა; დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის” მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას მიესალმა. ბორის ჯონსონის თქმით, ახლა უკვე აღარ არსებობს ეჭვი, თუ რა სახის ნივთიერება იყო გამოყენებული სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლისას.