მაიკ ჯონსონის განცხადება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი გრენლანდიაში შტატების სამხედრო ინტერვენციას არ ვარაუდობს. BBC-სთან ინტერვიუში პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ამ საკითხის მოგვარება დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი. მისივე თქმით, გრენლანდიას აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობა და ის არა მხოლოდ შტატებისთვის არის მნიშვნელოვანი.