„მაია წყნეთელი“ - ახალი ციფრული ვერსია

დღეიდან „მაია წყნეთელის“ ციფრული ვერსია არსებობს.

რეზო ჩხეიძის ცნობილი ფილმის რამდენიმეთვიანი რესტავრაციის პროცესი დასრულებულია. ხარვეზების გასწორების პარალელურად, სპეციალისტები მუშაობის დროს ფილმის დღემდე შემორჩენილ სხვადასხვა ფირს ადარებდნენ, რათა ავთენტურობა არ დაკარგულიყო.

ფილმის რესტავრაცია ეროვნული კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელდა.

ქართული კინომემკვიდრეობის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთის ფილმსაცავებიდან ჩამოტანილი სხვა  ქართული ფილმების აღდგენაც.