მაია სანდუს განცხადება – შეფასებები
მაია სანდუს განცხადება, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, ისევ მწვავე პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები და კრიტიკა ისმის.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. სადაც ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა და საქართველო მოსკოვის თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და ქართველი ხალხის გამბედაობის მიუხედავად, ომის შიშით რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა.