მაია სანდუს განცხადება და შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება

15:15, 14.01.2026
მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება და შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. მმართველი გუნდი შალვა პაპუაშვილის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ მოლდოვა ვერ პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, თუმცა ბრიუსელის მხრიდან შეფასება მაინც დადებითია. ხელისუფლების ოპონენტები კი პაპუაშვილს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ რუმინელი და მოლდოველი საზოგადოება ეთნიკურად და კულტურულად ერთი ხალხია და საკუთარი ქვეყნების ბედს ისინი დემოკრატიულად გადაწყვეტენ.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა. შალვა პაპუაშვილი მაია სანდუს განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ის საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ხმის მიცემაში დაადანაშაულა.

მსგავსი