მაია ოთინაშვილს ათდღიანი ე.წ. პატიმრობა შეეფარდა

ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაცით, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ ათდღიანი ე.წ. პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქართული მხარე იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.