მაია ოთინაშვილის დაკავების საქმე - კარლ ჰარცელის განცხადება

მაია ოთინაშვილის გატაცების საკითხს ევროკავშირი აქტიურად ადევნებს თვალყურს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. კარლ ჰარცელის თქმით, სხვადასხვა მხარეები მუშაობენ, რომ დაადგინონ ფაქტები და მოხერხდეს მისი გათავისუფლება.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს.

ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.