მაია მირზიაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენა

სილკ ფაქტორი სტუდიო – „აბრეშუმის გალერეა“ მაია მირზიაშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სხვადასხვა პერიოდში შესრულებული სამკაულები. სამკაულებში გამოყენებულია – ხე, ტყავი, ვერცხლი, მელხიორი, ლითონი, ლატუნი, ბრინჯაო ქვა და სადაფი. მაია მირზიაშვილი ესპანეთში ახალგაზრდა მხატვართა გამოფენაზე დაჯილდოვდა როგორც ნიჭიერი ხელოვანი. ვიბორგში გამართულ კავკასიის მხატვართა გამოფენაზე კი, პირველი ადგილი დაიკავა როგორც ქალმა შემოქმედმა ხესა და ლითონის დარგში. გამოფენა 12 თებერვლის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.