მაია ცქიტიშვილმა რაჭაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რაჭაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, მათ შორის  ონის მუნიციპალიტეტში, ავარიულ შენობაში განთავსებული უნიკალური ექსპონატები. რეგიონული განვითარების მინისტრმა ადგილობრივებს გააცნო გადაწყვეტილება მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმის მშენებლობაზე.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება, ხუთნახევარ მილიონ ლარზე მეტი იქნება. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გასული საუკუნის 80-იან წლებში გაიხსნა, მაგრამ შენობა 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა. ახალ ორსართულიან მუზეუმში საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე განთავსდება. მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.