მაია ცქიტიშვილის განცხადება

მაია ცქიტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნება ანაკლიის პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის.

ცქიტიშვილის თქმით, ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეხვედრები გაიმართა, თუმცა კონკრეტულად ანაკლიის პორტის დაფინანსების თემაზე საუბარი არ ყოფილა.