მაია ცქიტიშვილი ლონდონში ვიზიტს აჯამებს. ვიცე-პრემიერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტზე იმყოფებოდა. მისი შეფასებით, ეს იყო კარგი საშუალება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად. სამიტის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაღალი დონის სადისკუსიო პანელში მიიღო მონაწილეობა და საქმიანი შეხვედრები გამართა.
სამიტში მონაწილეობდნენ სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრები, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საერთაშორისო საფინანსო და სამეწარმეო სფეროს წარმომადგენლები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საინვესტიციო სამიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მე-10 წლისთავს მიეძღვნა.