მაია ცქიტიშვილი კახეთის მცხოვრებლებს შეხვდა

15:45, 14.11.2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თელავში კახეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა და რეგიონში დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების პრეზენტაცია წარადგინა.

მაია ცქიტიშვილმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობისა და წყალმომარაგების სისტემების მართვის მნიშვნელობაზე.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მეწარმეები და არასამთავრობო სექტორი.

ამ ეტაპზე ხორციელდება ცხრა პროექტი, რომლის ფარგლებში აშენდება 15 კმ. გზა და ექვსი ხიდი.

მსგავსი