მაია ცქიტიშვილი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მაია ცქიტიშვილი მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრია, რომელმაც პარლამენტში მინისტრის ფორმატში საკუთარი მოხსენება წარადგინა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, კანონმდებლებმა მას შეკითხვები დაუსვეს.

მაჟორიტარები რეგიონებში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარების გზებით დაინტერესდნენ. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გარდა, ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის აუთვისებლობის საკითხზე.

ოპოზიცია დაინტერესდა ტენდერების დროს არსებული კორუფციული რისკებით და ანაკლიის პროექტით.