მაია ჩიბურდანიძის იუბილე

დღეს მაია ჩიბურდანიძის 60 წლის იუბილეა. მსოფლიო ჭადრაკის ქართველმა ლეგენდამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1976 წელს, 15 წლის ასაკში მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი, საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.  1978 წელს მან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი დაამარცხა და 17 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. მაია ჩიბურდანიძე საჭადრაკო ოლიმპიადების 15-გზის გამარჯვებულია, რაც ქალთა შორის დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია.