მაია ბითაძის განცხადება

ძაღლის ღია სივრცეში – ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. კანონპროექტის მიხედვით, გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწერება 150-ლარიანი ჯარიმა. ინიციატივის მიხედით, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა).