მაია ბითაძის განცხადება

„მოვა დრო და ჩვენ ევროპელ მეგობრებს საჯაროდაც მოერიდებათ ჩვენთვის თვალებში ჩახედვა“, – წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში. კულისებში როგორ იმართლებენ თავს, ისედაც კარგად ცნობილია.

რასაც თქვენ დღეს საქართველოს უკეთებთ, ამას ვუთხარით უარი 90-იანებში, რუსის ტვინით და პროპაგანდით აზროვნება რომ არ გვინდოდა. უმრავლესობა, თქვენდა სამწუხაროდ, ცოცხლები ვართ და კარგად გვახსოვს თქვენი შეშფოთება ან საერთოდ იგნორი – 90-იანებში, 2008-ში და მთელი ის ცხრა წელი, როდესაც ნაცები გვატერორებდნენ.

დაფინანსების გაჩერებითა და მოლაპარაკებების არგახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია. გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მგდომ, ყველა კანდიდატ ქვეყანას.

გახსენით მოლაპარაკებები!!! და პატივი გვეცით როგორც ერს! კოლონიალიზმი 50-იანებში დასრულდა – წერს ბითაძე.