მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა თბილისში

18:20, 10.07.2021

თბილისში ინდოეთის ეროვნული განმათავისუფლებლისა და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა. ღონისძიება განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლის ავტორი ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალია. ის საქართველოს საჩუქრად ინდოეთის სახელმწიფომ გადმოსცა.

ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საქართველოში მაჰათმა განდის ფონდის ხელმძღვანელი.

მსგავსი