მაღაროელთა პროტესტი

18:30, 24.03.2025

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი მაღაროელები ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან, კოსტავას 68-ში იმყოფებიან და ითხოვენ პირდაპირი ეთერის საშუალებით გააჟღერონ თავიანთი მოთხოვნები.

რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეთა საინიციატივო ჯგუფი შევიდა მაუწყებლის დირექტორთან შესახვედრად და აქციის მონაწილეები ადგილზე ელოდებიან შეხვედრის შედეგებს. იქამდე, დღის პირველი საათიდან მთავრობის კანცელარიასთან მაღაროელებმა უცვლელი მოთხოვნები გააჟღერეს.

მსგავსი