მაღაროელთა პროტესტი - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ჭიათურის მაღაროების დახურვის,  გადაწყვეტილების გადასინჯვის მიზნით, მოლაპარაკებები გაგრძელდება – ასეთი შეთანხმება იქნა მიღწეული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის და თავად კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარალელურად ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო აქცია უკვე 29-ე დღეა გრძელდება. მათი მოთხოვნები უცვლელია. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე 60%-იან სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, პროფკავშირების გაერთიანებამ მოამზადა შეთავაზება, რომ დასაქმებულებს იანვრის ხელფასის 60 % დაუყოვნებლივ უნდა აუნაზღაურდეს, რაც პროფკავშირების მიერ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებასთან თანამშრომლობით მოხდება. ინიციატივა ჯგუფის წევრებმა დადებითად შეაფასეს და მის აღსრულებაზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ასევე, ვითარების ადგილზე უკეთ შესწავლის მიზნით, მოკლე პერიოდში ჯგუფის წევრების ჭიათურაში გამგზავრება დაიგეგმება.