მაღაროელთა დღე ჭიათურაში
დღეს ჭიათურაში მაღაროელთა დღე აღინიშნა. წლევანდელი ღონისძიება მასშტაბური და გამორჩეული იყო, მთავარი გზავნილი კი ასე ჟღერდა – „მადლობა მაღაროელს“, მაღაროელთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებდა, მიწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ჭიათურელ მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცეს.