მაღაროელების სასამართლო პროცესი

15:29, 05.05.2026

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მაღაროელების სასამართლო პროცესი დაიწყო, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო, პროცესი 16 ივნისს, 12 საათისთვის გადაიდო. დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვა ორმა ადვოკატმა თქვა. დაკავებულების მხარდასაჭერად ქუთაისში, ჭიათურიდან მაღაროელების ახლობლები და თანამებრძოლები ჩავიდნენ. შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს 6 წლით და 3 თვით, არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს კი – 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით, 2025 წლის 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ.

მსგავსი