მაღაროელების სასამართლო პროცესი

13:40, 07.11.2025

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაღაროელების მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მაღაროელები ადგილზე ჭიათურიდან დილიდან ჩავიდნენ. შეგახსენებთ, რომ მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს.

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანს კი მონაწილეობას ედავებიან. მაღაროელები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.

მსგავსი