აღდგება თუ არა ჭიათურის მაღაროებში სამუშაო პროცესი – საკითხზე სამმხრივი კომისიის ფორმატში იმსჯელეს.
მოლაპარაკებები ხელისუფლების, პროფკავშირების და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა. კომპანიის გადაწყვეტილებაა, რომ მაღაროებში სამუშაო პროცესი აღადგინოს. რა ფორმით განახლდება მანგანუმის მოპოვება – კონკრეტული გეგმა უახლოეს პერიოდში სწორედ „ჯორჯიან მანგანეზმა“ უნდა წარმოადგინოს. თუმცა დამსაქმებელ კომპანიას უნდობლობას უცხადებენ მაღაროელები, რომლებიც მათი ჩართულობის გარეშე მიმდინარე მოლაპარაკებებს მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ.