მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში

პროტესტის 45-ე დღე ჭიათურაში. მაღაროელები კვლავ სახელფასო დავალიანების დაფარვას და მართვიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ გასვლას ითხოვენ. რამდენიმე დღის წინ დასაქმებულებმა საკუთარი პრობლემები სახალხო დამცველს გააცნეს და დახმარება სთხოვეს. პარალელურად, მიმდინარეობს მედიაციის პროცესი, რომელშიც სახელმწიფო, დამსაქმებელი და პროფკავშირები მონაწილეობენ. აღნიშნულ შეხვედრებზე მაღაროელებს სწორედ პროფესიული კავშირები წარმოადგენენ, თუმცა, აქციის მონაწილეები მათ უნდობლობას უცხადებენ და პროცესში მათი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ჩართვას ითხოვენ.

ირმა ჭოლაძე თემის დეტალებით #მოამბერეგიონები