მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი არ წყდება.

აქციის მონაწილეები წიაღისეულის მომპოვებელი მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტას აპროტესტებენ. მაღაროელებისთვის არადამაჯერებელი და მიუღებელია არგუმენტები, რითაც კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ სამუშაო პროცესის შეჩერება ახსნა. დასაქმებულები ითხოვენ, რომ წიაღისეულის მოპოვება კომპანიისგან სახელმწიფომ გადაიბაროს. აქციის მონაწილეებს დამსაქმებელთან სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებული პრეტენზიებიც აქვთ. „ჭათურა მენეჯმენტ კომპანია“, რომელმაც საწარმოების მართვა შარშან „ჯორჯიან მანგანეზისგან“ გადაიბარა, ფინანსური კრიზისის გამო მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. თუმცა, კომპენსაციების საკითხზე შესაძლოა შეთანხმება მოხდეს.