მაღაროელების პროტესტი

მაღაროელების პროტესტის 32-ე დღე ჭიათურაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების თქმით, ამ დრომდე მათი არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. ისინი კუთვნილ ხელფასს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქამიანობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას და ამის შემდეგ კომპანიის ჭიათურიდან გასვლას და წიაღისეულის მოპოვების პროცესის სახელმწიფოს მიერ გადაბარებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს შემოწირულობით შეგროვილი თანხით ნაყიდი პროდუქტებით, სპეციალურ კარავში, კერძების მომზადებას და ოჯახის წევრების დაპურებას გეგმავენ.