მაღაროელების განცხადება

ჭიათურელი მაღაროელები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, კომპანიამ რეორგანიზაციის სახელით, თანამშრომლებისთვის გამოცდის ჩატარება გადაწყვიტა და თანამშრომლებს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას ავალდებულებენ. მაღაროელებს მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი, თანამშრომლების შემცირებაა. ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფმა დღეს აქციაც დააანონსა. ისინი საპროტესტო გამოსვლას პირველ მაისს ჭიათურაში გეგმავენ.