მაღაროელების აქცია

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება. 271-ე დღეს ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” მხრიდან ჩატარებულ რეორგანიზაციასა და ორი ათასამდე ადამიანის უმუშევრად დატოვებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ გაწეული სამუშაოსთვის ანაზღაურება ჯერ ისევ არ აუღიათ. მაღაროელები ღირსეულ სამუშაო პირობებსა და ოთხი დაპატიმრებული მაღაროელის გათავისუფლებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ოთხი მაღაროელი – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი – სისხლის სამართლის წესით, 29 აპრილს დააკავეს.