მაღაროელების აქცია ჭიათურაში

ჭიათურაში პროტესტი გრძელდება. ამჯერად მაღაროელების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება 28 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული ოთხი მაღაროელი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.