„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებას გაფიცული მაღაროელები გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ მათთვის ბუნდოვანია, რაზე იმსჯელეს და რა გადაწყვიტეს სამმხრივ კომისიაზე. მაღაროელები, რომლებიც აქციაზე მეორე თვეა დგანან, ამბობენ, რომ სამუშაო პროცესი მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მაღაროელები ხელფასების დაუყოვნებლივ დარიგებას და საბანკო ვალდებულებიდან გათავისუფლებას მოითხოვენ, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მოთხოვნაა მაღაროების კერძო საკუთრებიდან სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემა. აქციის მონაწილეები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.