მაღაროელების აქცია ჭიათურაში

33-ე დღეა ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები კვლავ კუთვნილ ხელფასს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას და არსებული კრიზისიდან გამოსვლისთვის პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ 7 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით, ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ
განახლდება, რადგან, დასკვნის მიხედვით, ფინანსურად წამგებიანია.