მაღალი ტემპერატურა – სპეციალისტების რეკომენდაციები

15:20, 03.08.2026

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში, ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება. სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას. ასევე, რეკომენდებულია მაღალ ინტენსიური ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავება და მისი გადატანა დღის შედარებით გრილ მონაკვეთში, დილის საათებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრად აფრთხილებს მშობლებსა და შინაური ცხოველების პატრონებს, რომ დაუშვებელია ბავშვებისა და ცხოველების გაჩერებულ ავტომობილში დატოვება, რადგან მაღალი ტემპერატურა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ქუჩაში გასვლისას რეკომენდებულია ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის ტარება, ასევე ქუდის, ქოლგისა და მზისგან დამცავი სათვალის გამოყენება. საცხოვრებელ სივრცეში მნიშვნელოვანია სიგრილის შენარჩუნება, ხოლო ოთახების განიავება ღამისა და დილის საათებში.

 

მსგავსი