მაღალი ტემპერატურა საქართველოში – ექიმების რეკომენდაციები
უჩვეულოდ გრილი ივნისის და ივლისის პირველი დღეების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურამ მკვეთრად აიწია.
ბოლო დღეებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო კვირას კიდევ უფრო მეტად დაცხება, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები მოქალაქეებს აფრთხილებენ. განსაკუთრებული სიფრთხილისკენ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს მოუწოდებენ. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ცხელ დღეებში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებაა.