მაღალი სამომხმარებლო ფასები
რა იწვევს სასურსათო პროდუქტებზე მაღალ ფასნამატს – სამთავრობო კომისიის პარალელურად, საკითხის შესწავლა საკანონმდებლო ორგანოშიც იწყება. რატომ აღემატება სურსათის ღირებულება საქართველოში ევროპულს რამდენჯერმე, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს და არსებობს თუ არა ფასების დაწევის შესაძლებლობა. დროებითი საპარლამენტო კომისია პირველ სხდომას 5 თებერვალს გამართავს. შვიდ-შვიდი წარმომადგენელი უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან, ასეა დაკომპლექტებული კომისია, რომელსაც დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. მანდატი წამლებისა და საწვავის ფას-წარმოქმნის შესწავლასაც ითვალისწინებს.
ვისთან იგეგმება შეხვედრები და როდის უნდა ველოდოთ კონკრეტულ შედეგებს – შალვა სუმბაძე მუშაობდა თემაზე.