მაღალი ფასები სურსათზე - პოლიტიკური შეფასებები

სამომხმარებლო ფასების შემცირების საკითხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემა. პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ ეს საზოგადოებაზე მალე უნდა აისახოს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ საკითხის მოგვარება მნიშვნელოვანია, თუმცა, დაგვიანებულია და უშედეგო იქნება. შეგახსენებთ, სურსათის და მედიკამენტების გარდა, სამთავრობო კომისია საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს. მიმდინარე კვირის განმავლობაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრები შედგება ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.