მაღალი ფასები – მოსმენა საპარლამენტო კომისიაში
რა ფაქტორები განაპირობებს სასურსათო პროდუქტებზე მაღალ ფასნამატს – დროებითი საპარლამენტო კომისია მოკვლევას განაგრძობს.
როგორ ფორმირდება ფასები და რა ახდენს გავლენას კონკრეტული პროდუქციის ღირებულებაზე – კომისიის წევრებმა ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივ მწარმოებლებს მოუსმინეს. სხვა სექტორის წარმომადგენლების მსგავსად მაღალი ფასნამატის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ამ შემთხვევაშიც ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობა და მათი მხრიდან დაწესებული გადასახადები სახელდება. პრობლემებს შორისაა გაყიდული პროდუქციიდან მისაღები ანაზღაურების დაგვიანებაც, რაც მწარმოებელს იძულებულს ხდის საბანკო სესხებით ისარგებლოს. როგორ უნდა მოგვარდეს ბაზრის მოთამაშეებს შორის ურთიერთობები, დროებითი საპარლამენტო კომისია საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობაზე უკვე ალაპარაკდა. პარალელურად უახლოეს მომავალში პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც ფასწარმოქმნის ჯაჭვს შეისწავლის და დასკვნას მოამზადებს.