მადრიდში ნატო-ს სამიტი დღეს დაიწყება

დღეს ოფიციალურად იწყება ნატო-ს სამიტი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, მადრიდში, ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად უკვე გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია. სამიტზე დაგეგმილია საქართველოს მხარდაჭერის ახალი პაკეტის მიღება, თუმცა, რა იგულისხმება ამ ახალ პაკეტში, დაკონკრეტებული არ არის. ქართული მხარე მადრიდის სამიტზე საქართველოს მონაწილეობას მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტისგან პროგრესის აღიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ელის. მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.