მადლობის წერილები
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ ხაშურის მუნიციპალიტეტში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცეს. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ასევე, ხაშურის №7 საჯარო სკოლა, რომელიც მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეულთა რაოდენობით მოწინავე აღმოჩნდა.
განახლებული სისტემის თანახმად, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური სამ კატეგორიად იყოფა. 11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, წვევამდელებს ოფიცრის ან უმცროსი სერჟანტის წოდება მიენიჭებათ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულ პირებს ანაზღაურება 30%-ით მეტი ოდენობით დაენიშნებათ.