მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა

ლევან იოსელიანი შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად „სამოქალაქო მოძრაობამ“ წარადგინა.

ალეკო ელისაშვილი იოსელიანს ღირსეულ კანდიდატად ახასიათებს და დარწმუნებულია მის გამარჯვებაში. წარდგენაზე, რომელიც სოლოლაკში, „ლადოს პარკში“ გაიმართა, სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები, მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.