მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს ფოთში. მანდატისთვის პედაგოგი თამარ ფაჩულია იბრძოლებს. მხარდამჭერებთან შეხვედრისას, სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ლიდერები და დეპუტატობის კანდიდატი. მათ შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს.