მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა დღეს შეხვედრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ამომრჩეველთან გამართა. შეხვედრაზე კახა კუკავამ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თენგიზ ომანიძე წარუდგინა.  პარტიის ლიდერმა და კანდიდატმა  ადგილობრივებს  საარჩევნო გეგმები გააცნეს და მათი პრობლემები მოისმინეს.